გია ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: წაუკითხავად შემიძლია ვივარაუდო, ისეა ეს კანონპროექტი შექმნილი, რომ პირდაპირ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს - ფობიად გადაექცათ ამ ადამიანებს ეს

გია ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: წაუკითხავად შემიძლია ვივარაუდო, ისეა ეს კანონპროექტი შექმნილი, რომ პირდაპირ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს - ფობიად გადაექცათ ამ ადამიანებს ეს

წაუკითხავად შემიძლია ვივარაუდო, ისეა ეს კანონპროექტი შექმნილი, რომ პირდაპირ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს. ფობიად გადაექცათ ამ ადამიანებს ეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„არ მოგატყუებთ და კანონპროექტი არ წამიკითხავს, მაგრამ წაუკითხავად შემიძლია ვივარაუდო, ისეა ეს კანონპროექტი შექმნილი, რომ პირდაპირ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს. ფობიად გადაექცათ ამ ადამიანებს ეს და ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ცუდი - მათთვის არავითარი სარგებლის მომტანი არ არის და არც ქვეყნისთვის“, - განაცხად ცაგარეიშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააინიცირებენ. პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ პირობას და ზეგავლენას ახდენს საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე. კანონპროექტი ითვალისწინებს ოლიგარქთა რეესტრის არსებობას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.