თურქეთის მთავრობა სტამბოლის ცენტრში აფეთქებას ტერაქტად განიხილავს. ამის შესახებ Anadolu ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტზე, ფუატ ოქტაიზე დაყრდნობით წერს.
ოქტაის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქუჩაში ქალმა აამოქმედა. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული დაიღუპა თუ არა ის აფეთქების შედეგად.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 6 და დაშავდა 81 ადამიანი. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში აფეთქების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.