გურიაში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 125 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები ხორციელდება

გურიაში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 125 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები ხორციელდება

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ალექსანდრე თევდორაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა  გამართა, სადაც  რეგიონში  წყლის სისტემის მოწყობის საპროექტო-სამშენებლო საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, ადგილზე გაეცნენ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია  წყალმომარაგებისთვის საჭირო ქსელის მოწყობის სამუშაოები და მისი დასრულების შემდეგ 35 000-მდე ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება.

გურიის რეგიონისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად,  125 მლიონ ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

#წყალმომარაგება

#გურია