ზურაბ ჯაფარიძე: პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ

ზურაბ ჯაფარიძე: პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ

პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა და განმარტა, რომ პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი ხელისუფლებაა.

„მთავარი მოთხოვნა არის დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულებისა და საარჩვენო სისტემის შეცვლა. ამაზე ბრიუსელში ბევრი გვისაუბრია. დეპოლარიზაცია ამ მოცემულობაში შეუძლებელია, რადგან პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი არის ხელისუფლება და ეს მათ მთელი ათი წლის განმავლობაში აჩვენეს. მათ შორის იმით, რომ 5%-იან ბარიერს ინარჩუნებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ესეც იმას აჩვენებს, რომ მიზანმიმართულად მიდიან პოლარიზაციისკენ. ამიტომ, პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „დროასთან“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს გაერთიანება თუ შედგა, ამას ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება მოჰყვება.

„ეს გაერთიანება თუ შედგა, ხელისუფლებას შეცვლის და შემდეგ ქვეყანას დააბრუნებს ევროპული განვითარების გზაზე, რომელსაც ამ ხელისუფლებამ ააცდინა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.