ისე წარიმართა პროცედურები, რომ ცალკეული პრეფერენციები მეტნაკლებად გამოიკვეთა, გარკვეული შტრიხები, ვინ არის ომბუდსმენობის ძლიერი კანდიდატი და ვინ არა , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„4 კრიტერმია განსაზღვრული და ამ კრიტერიუმების მიხედვით სხვადასხვა სიძლიერის ხარისხით ვინმე მეტად ლიდერობდეს და ვინმე ნაკლებად, მაგრამ გარკვეული 2 დიდი ჯგუფი, რომელზეც ფიქრის გაგრძელებას აზრი აქვს და რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება ჩამოვყალიბდეთ, რომ არიან აუტსაიდერები, შეიძლება გარკვეული შეხედულებები ჩამოყალიბებული გვქონდეს. წინასწარ ინდივიდუალურ სიაზე საუბარი გამიჭირდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ახალი ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახალხო დამცველის არჩევას საპარლამენტო პარტიებს შორის თანამშრომლობა სჭირდება.