მიხეილ სარჯველაძე: რა უნდა ვუთხრათ ამომრჩეველს? ვინც ბიოდეგრადირებადი მასა დაგიძახათ, მაინც იმასთან მიდით უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლის საძიებლად? ეს ნორმალურად ვერ ჩაითვლება

მიხეილ სარჯველაძე: რა უნდა ვუთხრათ ამომრჩეველს? ვინც ბიოდეგრადირებადი მასა დაგიძახათ, მაინც იმასთან მიდით უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლის საძიებლად? ეს ნორმალურად ვერ ჩაითვლება

ანა აბაშიძეს ჰქონდა გაკეთებული განცხადება პრემიერ-მინისტრის და ჩვენი პარტიის მომხრეების მიმართ, რომ ისინი არიან ბიოდეგრადირებადი მასა. სიტყვაზე ვენდოთ მის წარმდგენ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ის იქნება მიუკერძოებელი? - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ფაქტობრივ უზუსტობებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, უნდა ვთქვათ, რომ კრიტიკული კითხვები დაისვა ყველა კანდიდატის მიმართ. მაგალითად, ქალბატონ არევაძესაც კრიტიკული კითხვებით მივმართეთ, დღესაც - ცობეხიას. რომელი კანდიდატი იყო ისეთი, რომელსაც კრიტიკული კითხვა არ დავსვით? ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ სხვების მხრიდან ჩვენი კრიტიკა არ მოგვწონს. რისთვის გვაკრიტიკებენ? კრიტიკულ კითხვებს რატომ სვამენო. ეს აბსურდია და სასაცილო ხდება. რას ვარკვევდით ჩვენ? პოსტებში იყო გაკეთებული განცხადებები. მაგალითად, მაკა მინდიაშვილი იყო „ნაცმოძრაობის“ წევრი და ანტაგონისტური განცხადებები ჰქონდა საჯარო სივრცეში, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს იმაში, რომ პოლიტიკურად მიუკერძოებელი იყო. ანა აბაშიძეს ჰქონდა გაკეთებული განცხადება პრემიერ-მინისტრის და ჩვენი პარტიის მომხრეების მიმართ, რომ ისინი არიან ბიოდეგრადირებადი მასა. სიტყვაზე ვენდოთ მის წარმდგენ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ის იქნება მიუკერძოებელი? დღეს ერთ-ერთმა კანდიდატმა, ცობეხიამ თქვა, რომ ხელისუფლებისგან არ უნდა იყოს მართული ომბუდსმენი, თორემ ოპოზიციისგან თუ იქნება მართული, მერე რა მოხდა. დაახლოებით ასე გამოუვიდა. არსებობს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული, ოპოზიციის მიმართ კრიტიკული და ნეიტრალური. ჩვენ გვევალება ნეიტრალურის არჩევა. მილიონი ამომრჩეველი ჰყავს დაახლოებით „ქართულ ოცნებას“. რა უნდა ვუთხრათ? არა უშავს, წადით და ვინც ბიოდეგრადირებადი მასა დაგიძახათ, მაინც იმასთან მიდით უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლის საძიებლად? ეს ნორმალურად ვერ ჩაითვლება“, - აცხადებს სარჯველაძე.