დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ განაჩენის გადასინჯვის არანაირი სამართლებრივი რესურსი არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშილმა განაცხადა.
„ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ყველა კითხვას გასცა პასუხი, იმ ჭრილში, რომ დეკანოზ მამალაძის საქმეზე იყო თუ არა მტკიცებულებები კანონის შესაბამისად მოპოვებული და ბრალის ნაწილში რაიმე კითხვის ნიშანი ხომ არ არსებობდა. განაჩენი, მტკიცებულებების მოპოვება, დამაგრება და ყველა პროცესუალური ქმედება იყო აბსოლუტურად კანონისა და ევროკონვენციების სრული დაცვით განხორციელებული. ეს ერთმნიშვნელოვნად იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ განაჩენის გადასინჯვის არანაირი სამართლებრივი რესურსი არ არსებობს“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.