პაატა მანჯგალაძე გიორგი მამალაძეზე: მთავარი არ არის თანხის რაოდენობა, მთავარია, რომ ამ ნაწილში დეკანოზ მამალაძის უფლებების დარღვევა ცნო სტრასბურგის სასამართლომ

პაატა მანჯგალაძე გიორგი მამალაძეზე: მთავარი არ არის თანხის რაოდენობა, მთავარია, რომ ამ ნაწილში დეკანოზ მამალაძის უფლებების დარღვევა ცნო სტრასბურგის სასამართლომ

მთავარი არ არის თანხის რაოდენობა, მთავარია ის, რომ ამ ნაწილში დეკანოზ მამალაძის უფლებების დარღვევა ცნო სტრასბურგის სასამართლომ, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„სტრასბურგმა თქვა, რომ დეკანოზ მამალაძის უფლებები დარღვეული იყო და დააკისრა საქართველოს სახელმწიფოს კომპენსაციების გადახდა. აქ მთავარი არ არის თანხის რაოდენობა, მთავარია ის, რომ ამ ნაწილში მისი უფლების დარღვევა ცნო სტრასბურგის სასამართლომ“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.