იაგო ხვიჩია: ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს აქ უნდა მოვიდეს და უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების“ შეკითხვებს

იაგო ხვიჩია: ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს აქ უნდა მოვიდეს და უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების“ შეკითხვებს

ყველა ეს მიზეზი არის აბსურდული. ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს აქ უნდა მოვიდეს და უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების“ შეკითხვებს. ეს არის დღეს ობიექტურად ყველაზე საინტერესო ნაზი ჯანეზაშვილთან. ის სულ იყო ოპონენტი და სულ აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“. დღეს პირიქით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საშუალება დასვას შეკითხვები მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს საინტერესოა ობიექტურად ადამიანებისთვის, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ომბუდსმენობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„რაც შეეხება იმას, რომ მე კითხვებს ვსვამდი, ბატონმა მიშა სარჯველაძემ ამასთან დაკავშირებით მოიფიქრა შესანიშნავი გამოსავალი და მე შემომთავაზა, რომ ყველა კანდიდატს, ჩემს კონკურენტს, ჰქონოდა საშუალება ჩემი გამოსვლის დროს კითხვები დაესვა. მე ამაზე თანხმობა გავეცი და შესაბამისად ეს თემა ამოიწურა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის.