პაატა მანჯგალაძე: ახლა პარტიების ამომრჩეველზე ნადირობს დრო არ არის - როგორ წარმოუდგენია რომელიმე ლიდერს, რომ ამომრჩეველი ცხვარია და სადაც გინდა გადევნი და შემოდევნი?

პაატა მანჯგალაძე: ახლა პარტიების ამომრჩეველზე ნადირობს დრო არ არის - როგორ წარმოუდგენია რომელიმე ლიდერს, რომ ამომრჩეველი ცხვარია და სადაც გინდა გადევნი და შემოდევნი?

ახლა არ არის პარტიების ელექტორატზე თუ ამომრჩეველზე ნადირობს დრო. როგორ წარმოუდგენია რომელიმე ლიდერს, ან პარტიას, რომ ამომრჩეველი ცხვარია და სადაც გინდა გადევნი და შემოდევნი? - ასე არ ხდება, - თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განაცხადებას.

„ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ ელექტორატსო. რაზე ლაპარაკობთ ხალხო? არ მესმის, ამაზე უკეთესი ლეგიტიმური ორგანო ჩვენ არ გვაქვს და ქუჩის პროტესტით ქვეყნის მართვა ჯერ არ დაწყებულა“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.