საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის. როგორც მან განმარტა, გასაუბრების ამ პროცესმა არ დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ ის რეალურად ისახავს მიზნად მიუკერძოებელი და პრინციპული სახალხო დამცველის შერჩევას.
„სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად, შეარჩიონ ასეთი კანდიდატი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, ასევე დამოუკიდებელი, პრინციპული. ამ პროცესში არის ინტერესთა კონფლიქტი და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი წევრი, იაგო ხვიჩია ერთ-ერთი კანდიდატია. მას არ დაუყენებია თვითაცილების საკითხი
გადავწყვიტე, უარი ვთქვა გასაუბრებაში მონაწილეობაზე, თუმცა არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. პარლამენტის წევრებისთვის კარგად არის ცნობილი ჩემი გამოცდილება და შესაძლებლობები, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ტიპის გასაუბრებაში მონაწილეობა ან არმონაწილეობა, გადამწყვეტი ფაქტორია სახალხო დამცველის ასარჩევად“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.