გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მათი მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მათი მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია

მათი მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი, დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

„საერთაშორისო თანამეგობრობაც სიღრმისეულად დაუფიქრდება რას წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების შიგთავსი, რა აქვთ მიზნად და საერთოდ რა უნდათ ჩვენ ქვეყანაში ნაცვლად იმისა, რომ ის 12 პუნქტი შეასრულონ. მათი მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეოლიგარქიზაციის კანონი პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულია, თუმცა ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპონენტების უარი დავით კეზერაშვილის მიზეზით არის განპირობებული, რადგან იმ კრიტერიუმებს, რომელიც ოლიგარქს ავლენს ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი აკმაყოფილებს. ოპოზიციური პარტიების შეფასებით კი დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი ქართულ რეალობას არ შეესაბამება და ცვლილებები ფასადურია.