ზურაბ ჯაფარიძე: გაუგებარია რა უხარია პრეზიდენტს, როდესაც ნიკა გვარამიას შეწყალებაზე კითხვას უსვამენ და რატომ თვლის, რომ ამაზე აგდებული პასუხი უნდა გასცეს

ზურაბ ჯაფარიძე: გაუგებარია რა უხარია პრეზიდენტს, როდესაც ნიკა გვარამიას შეწყალებაზე კითხვას უსვამენ და რატომ თვლის, რომ ამაზე აგდებული პასუხი უნდა გასცეს

გაუგებარია რა უხარია პრეზიდენტს, როდესაც ნიკა გვარამიას შეწყალებაზე კითხვას უსვამენ და რატომ თვლის, რომ ამაზე აგდებული პასუხი უნდა გასცეს _ ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“გაუგებარია, რა უხარია პრეზიდენტს, როდესაც სერიოზულ საკითხზე კითხვას უსვამენ, რატომ არის ასეთი ბედნიერი და რატომ თვლის, რომ ამაზე იცინოს და ამაზე აგდებული პასუხი გასცეს ამ მოცემულობაში, სრულიად გაუგებარია. მახსოვს, თავის დროზე თვითონ ჩამოვიდა ბრიუსელიდან გამწარებული და ამბობდა, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია რომ მიიღო ამა და ამის ბრალია, დიდი ჩამონათვალი ჰქონდა. რატომ გახდა ახლა სასაცილო იგივე გვარამიას საკითხი, მითუმეტეს 12 პუნქტში წერია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია გარემო. რატომ გახდა ეს პრეზიდენტისთვის აგდებული თემა, გაუგებარია, როდესაც საქმე უკავშირდება ამ ქვეყნის ეროვნულ მომავალს”_ განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას _ შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას, უპასუხა: “პრეზიდენტი დუმს”.

Aburjga Tasmanieli ეს ჯაფარიძე არის ნამდვილი დეგენერატი, თანაც საქართველოს მტერია! დარწმუნებული ვარ ოდესმე ამისთვისაც გამოინახება დამსახურებული მერკოდერი! ნეტავ იცოდეთ რას ლაპარაკობთ, რაზე მსჯელობთ?! მამამისი დავითი რომ ადგეს ქალბატოინი პრეზიდენტი ამ ვიგინდარა თავხედს არ შეიწყალებს! რატომ ვიგინდარა? აბა გაიხხსენეთსაჯაროდ რა სიბინძურე აფრქვია თან რა მდაბიურად გვარამიამ პირადად ქალბატონი სალომეს მიმართ! გაიხსენეთ ყ-ე ქალას როგორ ეძახდა და კიდევ ამორალურ და წარწყმენდილ ადამიანად მოიხსენიებდა! ეს გამორიცხულა! ან რატომ უნდა შეიწყალოს მოინანია რამე, პატიება ითხოვა?! ხოლო რქებით ვინც მიაწვება საქართველოს პრეზიდენტს ის რქები მოტყდებათ!
2 წლის უკან