ზურაბ ქადაგიძე: ჩვენს

ზურაბ ქადაგიძე: ჩვენს "ეროვნულ-ლიბერ-NGO"-წარმომადგენლებს არ მოსწონთ ევროპული სასამართლო, ფსკერს ქვემოთ რომ ხართ ვერ ატყობთ?

„როგორ გაბედეთ და თამთა მიქელაძის მოსაწონი საქციელი არ ჩაიდინეთ? მაგას რუსთავი2-ის საქმეც არ მოეწონა ჰო? ალბათ სააკაშვილზე დადებულ დასკვნებზეც პრეტენზია ექნება- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამთა მიქელაძის ფეისბუქ სტატუსის შესახებ წერს, რომელმაც აღნიშნა, რომ  ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა.

ქადაგიძის თქმით, "ეროვნულ-ლიბერ-NGO"-წარმომადგენლებს ევროპული სასამართლო არ მოსწონთ.

„კაი, ნუ გამაგიჟებთ ახლა...

რას კადრულობ სტრასბურგიიი, ვერ გევიგე....

როგორ გაბედეთ და თამთა მიქელაძის მოსაწონი საქციელი არ ჩაიდინეთ?

-და თამთა მიქელაძე ვინ არის?

-"NGO"-დესანტი  ფსევდო-ლიბერალების...

-მაგას რუსთავი2-ის საქმეც არ მოეწონა ჰო?

-კი,ეგრეა...

-ალბათ სააკაშვილზე დადებულ დასკვნებზეც პრეტენზია ექნება?

-რა თქმა უნდა...

-და რაშია საქმე,რამე ჭირს?

-მეტი რაღა უნდა ჭირდეს, ქართველი ლიბერალია...

-ააა გასაგებია

მოკლედ, ჩვენ "ეროვნულ-ლიბერ-NGO"-წარმომადგენლებს არ მოსწონთ ევროპული სასამართლო, ნუ ხასიათს გააჩნიახოლმე....

P.S. ფსკერს ქვემოთ,რომ ხართ ვერ ატყობთ?...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.