ერთხელ ელენე ხოშტარიას ვურჩიე, გასულიყო პოლიტიკიდან. ყველა ადამიანი დაამუნათა, ვისაც კი რამე შეხება ჰქონდა რუსეთთან და მისი ოჯახი აღმოჩნდა ასეთ პროცესში. მთელმა საქართველომ დაინახა, რომ არც თუ ისე მცირე დაფინანსებას იღებს რუსეთის ხელისუფლებისგან, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები არ იცვლებიან და მათ მათი ამომრჩეველიც კი აღარ უსმენს.
„ერთხელ ელენე ხოშტარიას ვურჩიე, გასულიყო პოლიტიკიდან, რადგან შეუძლებელია, ადამიანი, რომელიც მუდმივად აპელირებს რუსულ დაფინანსებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და ყველა ადამიანი დაამუნათა, ვისაც კი რამე შეხება ჰქონდა რუსეთთან და მისი ოჯახი აღმოჩნდა ასეთ პროცესში. მთელმა საქართველომ დაინახა, რომ არც თუ ისე მცირე დაფინანსებას იღებს რუსეთის ხელისუფლებისგან. როგორ გგონიათ, რუსეთის ხელისუფლებამ, რომელსაც ასე ებრძვის, რომელსაც ასეთი ოპოზიცია ჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამხელს მათ, ვერ შეუჩერეს დაფინანსება ელენე ხოშტარიას ოჯახს?! არ მინდა მათზე დრო დავკარგო. ოპოზიციურ ტელე-ეთერებშიც, სადაც ყველაზე კარგად გრძნობენ თავს, იქაც კი ამოწურეს თავი. მგონი, მათი ამომრჩეველებიც კი აღარ უყურებენ. ეს ადამიანები არ შეიცვლებიან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.