მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორ შეიძლებოდა, არასამთავრობო სექტორი ამოეყვანათ პოლიტიკურ სცენაზე, ამაზეც კი წავიდა დასავლეთი, რომ მათი საშუალებით მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება, იმდენად განადგურებული არიან

მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორ შეიძლებოდა, არასამთავრობო სექტორი ამოეყვანათ პოლიტიკურ სცენაზე, ამაზეც კი წავიდა დასავლეთი, რომ მათი საშუალებით მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება, იმდენად განადგურებული არიან

ჩვენს წერილებში სწორედ ამას ვეხებოდით, რომ როგორ შეიძლებოდა, არასამთავრობო სექტორი ამოეყვანათ პოლიტიკურ სცენაზე, ამაზეც კი წავიდა დასავლეთი, რომ მათი საშუალებით მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება, იმდენად განადგურებული არიან, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან კომენტარი რადიკალური ოპოზიციის შესაძლო ახალ გაერთიანებაზე გააკეთა. ყაველაშვილი ასევე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ იგი პარლამენტს დატოვებს. უმრავლესობის დეპუტატი ვაშაძის ამ განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევს.

„მათი გაერთიანება, ერთობლივი ქმედებები, მიტინგები, ბოიკოტი არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ხომ ერთი და იგივე პროცესი იყო, ახლა რისი გაერთიანებაც თავიდან სურთ ერთი და იგივე ადამიანებს, ისევ მოტივაციის შექმნა. ყველაფერზე წამსვლელები არიან. ეს დაინახა საზოგადოებამ. არც შნო აქვთ, არც შესაძლებლობა, არც ნდობა, არაფერი აღარ გააჩნით. ახლა ახალგაზრდებზე ჰქონდათ აქცენტი. ახალგაზრდებმაც დაკარგეს მათ მიმართ ნდობა. დასავლეთი, ვიზეც მუდმივად აპელირებენ, ჩვენს წერილებში სწორედ ამას ვეხებოდით, რომ როგორ შეიძლებოდა, არასამთავრობო სექტორი ამოეყვანათ პოლიტიკურ სცენაზე, ამაზეც კი წავიდა დასავლეთი, რომ მათი საშუალებით მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება, იმდენად განადგურებული არიან. თითქმის, პოლიტიკური პროცესის არარ არის, ოპოზიციის მაჯისცემა თითქმის, აღარ არის“, - განაცხადა ყაველაშვილმა.