მე მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანაში იქნება სახეზე ახალი, დემოკრატიული საპროტესტო ტალღა აგორებული _ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მე მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანაში იქნება სახეზე ახალი, დემოკრატიული საპროტესტო ტალღა აგორებული, სადაც ჩვენ უნდა მაქსიმუმი წამოვიღოთ ამ კრიზისიდან, რომელიც შეექმნება რეჟიმს, შევიყვანოთ გამოუვალ მდგომარეობაში იმისათვის, რომ საზოგადოება გამოვიყვანოთ ჩიხიდან.
არავინ არ ეგუება არსებულ ვითარებას, რუსული ტიპის ოლიგარქიულ მმართველობას. ახალი ტემპით შეტევა მიტანილი იქნება რეჟიმის წინააღმდეგ, ამას ჩვენ ვიხილავთ არა საუბრის დონეზე, არამედ საქმით უახლოეს მომავალში”_ განაცხადა ნიკა მელიამ.