როგორც ჩანს, ნიკა მელიას აქვს სხვა გზა, მე ვერ გავიგე ამ გზის შინაარსი.კარგად უნდა გავიაზროთ, რომელ მომენტში, რა შესაძლებლობა გვქონდა _ ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“როგორც ჩანს, ნიკა მელიას აქვს სხვა გზა, მე ვერ გავიგე ამ გზის შინაარსი.კარგად უნდა გავიაზროთ, რომელ მომენტში, რა შესაძლებლობა გვქონდა. რა არის გაშვებული ხელიდან და თუ გარჩევებში შევალთ, ბევრ საკითხს გავიხსენებ, მათ შორის ნიკა მელიასგან გამომდინარე, არ მინდა ჩამოვთვალო რა ნაბიჯები გადადგა. როცა კანდიდატის სტატუსი გვაქვს წინ და როცა აგერ პოლიტპატიმრები არიან, შეგვიძლია დავიწყოთ სუფთა, ოღონდ სწორი ფურცლიდან. რას ნიშნავს სწორი ფურცლიდან _ იყოს წესები როგორ ვთანამშრომლობთ“_ აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.