ნიკა მელიას განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ კეზერაშვილს გიგა ბოკერიას პოლიტიკიდან ჩამოშორების მოთხოვნა ჰქონდა

ნიკა მელიას განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ კეზერაშვილს გიგა ბოკერიას პოლიტიკიდან ჩამოშორების მოთხოვნა ჰქონდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ კეზერაშვილს გიგა ბოკერიას პოლიტიკიდან ჩამოშორების მოთხოვნა ჰქონდა.

„თუ შესალებელია, ვინმემ პოლიტიკიდან ჩამოიშოროს რომელიმე პოლიტიკოსი, მით უმეტეს, ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც არის გიგა ბოკერია, ვფიქრობ ჩემის მხრიდან იქნება ძალიან შეურაცხმყოფელი გიგას მიმართ. მსგავსი რამ შეუძლებელია რომ მოხდეს. კეზერაშვილთან დაკავშირებით, შესაძლოა, მე კითხვები მქონოდა, აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა მოთხოვნა გიგა ბოკერიას პოლიტიკიდან ჩამოშორების, რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა მელიამ.