მედასავლეთე ხარ თუ მეაღმოსავლეთე არ განისაზღვრება იმით, შენი პოლიტიკური ფილოსოფია არის კონსერვატიული, ლიბერალური, მემარცხენე, ცენტრისტული თუ ა.შ., - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს ცდილობენ ისეთი დამოკიდებულების დამკვიდრებას, თითქოს ის, ვინც ლიბერალი არაა, არ არის ევროპული ინტეგრაციის მომხრე, რაც მცდარი დამოკიდებულებაა.
"ასეთი დამოკიდებულების დამკვიდრება ხდება - თუ ლიბერალი არ ხარ, პროევროპული ინტეგრაციის მომხრე არ ხარ, რაც მცდარია", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ხალხის ძალამ“ დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ამხელენ ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებულ აგრესიულ კამპანიას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესებისა და ტრადიციების წინააღმდეგ. განცხადებაში გამოთქმულია ამერიკის საელჩოს კრიტიკა და საუბარია ასევე ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ნათქვამია, რომ „ქართველი ხალხის სურვილი და მიზანია, ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობისა თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანება“.