ებრძოდა თუ არა დავით კეზერაშვილი გიგა ბოკერიას და სურდა თუ არა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. „ამაზე საუბარი არ მსურს“, - განმარტა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, წარსულთან დაკავშირებით ყველაფერი ცნობილია. "წარსულთან დაკავშირებით ყველაფერი ცნობილია, საჯაროდ. მე არ მიყვარს რაიმე ბრალდებების სროლა იმ თემაზე, რაზეც არ მაქვს პირდაპირი საფუძველი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად.
ოპოზიციაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მმართველი გუნდის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მათი თქმით, ოპოზიცია ახლა ფინანსურ წყაროებს ეძებეს და ამის საუკეთესო გზად დავით კეზერაშვილის ფინანსები ესახებათ. ამ განცხადების საფუძველი დღეს კიდევ ერთხელ გახდა თამარ ჩერგოლეიშვილის გზავნილი, რომელიც წერს, რომ წლების განმავლობაში ქართულ მედიას ყოფილი პრეზიდენტი აკონტროლებდა და ნიკა მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ.