პარლამენტი არის შაპიტო, ვაშაძემ თქვა, რომ პარტიაში პარლამენტიდან გამოსვლას განიხილავენ, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
„პარლამენტი არის შაპიტო. ასე ვთვლიდი, ვთვლი და ჩემ დამოკიდებულებაში ამ პარლამენტთან მიმართებით არაფერი შეცვლილა. გიორგი ვაშაძემ თვითონ თქვა, რომ პარტიაში განიხილავენ პარლამენტიდან გამოსვლას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტის დატოვებას გეგმავს.