ნიკა მელია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი თუ უნდა დატოვოს, დატოვოს მაშინ, როდესაც ის გარდაუვალ კრიზის შეუქმნის რეჟიმს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს

ნიკა მელია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი თუ უნდა დატოვოს, დატოვოს მაშინ, როდესაც ის გარდაუვალ კრიზის შეუქმნის რეჟიმს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს რომ პარტია პარლამენტი მაშინ უნდა დატოვოს, თუ ის ჩიხურ კრიზის შეუქმნის რეჟიმს.

„პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი თუ უნდა დატოვოს, დატოვოს მაშინ, როდესაც ის გარდაუვალ, ჩიხურ კრიზის შეუქმნის რეჟიმს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გამოვიდეს ჩიხიდან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტის დატოვებაზე ფიქრობს. მეტი მასშტაბურობისთვის გიორგი ვაშაძეს სხვა პარტიების იმედი აქვს, თუმცა ირკვევა, რომ არც ერთი ოპოზიციონერი მის იდეას არ განიხილავს მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობა“.