ბადმინტონის ტურნირი დიდუბე 2022

ბადმინტონის ტურნირი დიდუბე 2022

დიდუბის რაიონში არსებულ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის ბადმინტონის ტურნირი - დიდუბე 2022 გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობდნენ  13-დან 16 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები.

თამაშები ოლიმპიური სისტემით, ბადმინტონის ტურნირების სტანდარტული წესების თანახმად ჩატარდა, ხოლო მსვლელობა და თამაშის წესები მსაჯების მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით წარიმართა.

ტურნირში გამარჯვება 130-ე სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. ვაჟებში პირველი ადგილი ბექა კასრაძემ დაიკავა, წყვილებში კი დავით გოგუამ და ბექა კასრაძემ. გოგონებში პირველ ადგილზე ქეთი წამალაიძე გავიდა, ხოლო წყვილებში ლიზი დარბაიძემ და ქეთი წამალაიძემ.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს დიდუბის რაიონის გამგეობამ სიგელები, თასები, მედლები, სპორტულ ინვენტარი დასასაჩუქრე  ვაუჩერები გადასცა.