მიმდინარე მონაცემებით, 71 112  ფიზიკურმა  პირმა უკვე წარადგინა  2022 წლის ქონების გადასახადის  წლიური დეკლარაცია

მიმდინარე მონაცემებით, 71 112  ფიზიკურმა  პირმა უკვე წარადგინა  2022 წლის ქონების გადასახადის  წლიური დეკლარაცია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  მიმდინარე მონაცემებით, 71 112 ფიზიკურმა  პირმა უკვე წარადგინა  2022 წლის ქონების გადასახადის  წლიური დეკლარაცია.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის  წარდგენის ვადა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა და დროულად წარადგინოთ 2022 წლის ქონების გადასახადის  წლიური დეკლარაცია.

დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ  შემდეგ ბმულებზე:

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2022 წლის დეკლარაციის წარდგენა

https://www.youtube.com/watch?v=QQ14W8s2rjw&t=4s

ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება 

https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE

ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1

კითხვა-პასუხი

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1