რომან გოცირიძე აკაკი ბობოხიძის განცხადებაზე: არ მჯერა რომ ასე იტყოდა, კაკო გამოცდილი პოლიტიკოსია

რომან გოცირიძე აკაკი ბობოხიძის განცხადებაზე: არ მჯერა რომ ასე იტყოდა, კაკო გამოცდილი პოლიტიკოსია

არ მჯერა რომ კაკო ასე იტყოდა, კაკო გამოცდილი პოლიტიკოსია, აზრს დაუმახინჯებდნენ, - ასე შეაფასა „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ აკაკი ბობოხიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ძალადობას ეფუძნებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოვა აკაკი ბობოხიძე პარლამენტში, გოცირიძემ უპასუხა: „მისი სული ხომ ტრიალებს აქ“.

ათი წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ამბობს რომ მათი მმართველობის დროს იყო ავტორიტარიზმი და იყო ძალაზე დამყარებული წესრიგი.