თვითონ ეს მიდგომა საქართველოს მიმართ - დეოლიგარქიზაცია, მე მიმაჩნია ცოტა თითიდან გამოწოვილად. ზოგადად უნდა ვისაუბროთ: თუ ადამიანი უკანონოდ არის გამდიდრებული, თუ ადამიანს კანონსაწინააღმდეგოდ აქვს სახსრები ნაშოვნი და კანონსაწინააღმდეგო ხარჯავს პოლიტიკაში, მედიაში თუ სხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა იმას სხვა მიმართულებით უნდა გაეცეს პასუხი. ეს არის რეალობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მივმართოთ თუ არა ამ კუთხით ევროკავშირს? - მაშინ მიმართვის სათავეში ჩადგნენ სწორედ ოპოზიციური პარტიები, რომ ეს კანონი არ არის საქართველოსთვის საჭირო და რელევანტური და ამას ბოლოს ჩვენც მოვაწერეთ ხელს. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, რომ იქნებ რამენაირად ბიძინა ივანიშვილის დეოლიგარქიზაცია მოვახდინოთ და ყველა ვინც ბიუჯეტიდან ფული იპარა, ისინი პოლიტიკაში ჩვეულებრივად არსებობდნენ, ეს ის ნონსენსია, რომელსაც წლების განმავლობაში ეს რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებდა. ევროკავშირის ეს რეკომენდაციას ნაჩქარევი იყო, ისევე როგორც ის რეზოლუცია, სადაც ასეთი ნაჩქარევი და გაპარებული თემები აქვთ შეტანილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.