ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციის ნაწილზე: კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების მიზანს წარმოადგენს, მოახდინონ საბოტაჟი და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციის ნაწილზე: კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების მიზანს წარმოადგენს, მოახდინონ საბოტაჟი და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ეს არის ნათელი გამოვლინება, თუ როგორ ხდება ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტებში გამართული შეხვედრების ცუდად გამოყენებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

„კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების მიზანს წარმოადგენს, მოახდინონ საბოტაჟი და რეალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მეორე მხრივ, ეს არის ნათელი გამოვლინება, თუ როგორ ხდება ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტებში გამართული შეხვედრების ცუდად გამოყენება. მაშინ, როდესაც ამ შეხვედრების შემდეგ პოლიტიკური სუბიექტები აკეთებენ ამ განცხადებას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და წარმოადგენს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.