ეს ერთობა არის ერთი მიზნის გარშემო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს ამ ხელისუფლების პირობებში. მეტს არაფერს ემსახურება ეს ერთობა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობას რამე უკეთესი და რაციონალური რომ შეეძლებოდა, ალბათ, შესთავაზებდნენ ამას პარლამენტსაც და საზოგადოებასაც.
„მათი შეხედულებები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით მართლაც შესრულების მიზნებს რომ ემსახურებოდეს სამუშაო ჯგუფებში, კომიტეტის სხდომებსა და პარლამენტის მუშაობაში მიიღებდნენ მონაწილეობას. თუკი რამე უკეთესი და რაციონალური შეეძლებოდათ ალბათ, შესთავაზებდნენ ამას პარლამენტსაც და საზოგადოებასაც“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.