პეტრე მამრაძე: უკრაინის მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში „ნაცებმა“ პირველ რიგში ივანიშვილი შეიყვანეს, მაგრამ უკრაინაში ვერ გაბედეს

პეტრე მამრაძე: უკრაინის მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში „ნაცებმა“ პირველ რიგში ივანიშვილი შეიყვანეს, მაგრამ უკრაინაში ვერ გაბედეს

უკრაინის მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში „ნაცებმა“ პირველ რიგში ივანიშვილი შეიყვანეს, მაგრამ უკრაინაში ვერ გაბედეს. არის ჯერჯერობით რაღაც საზღვრები. ადამიანი არის უდიდესი ქველმოქმედი, რომელმაც საქართველოს მილიარდები დაახარჯა, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსით, ბიზნესის თავისუფლებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობითა და სხვა პარამეტრებით უსწრებს ევროგაერთიანებისა და ნატოს წევრ ქვეყნებს. ამ ფონზე თითის დაქნევა, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის სტატუსი, როდესაც ამ ინდექსებით ყველა სხვა კანდიდატს უსწრებს საქართველო, ეს უკვე სკანდალია. ეს დიდი სკანდალია. საქართველოს ხელისუფლება, პრემიერი და სხვები იჩენენ ნამდვილ სტრატეგიულ მოთმინებას. დიდი ხანია ჩვენ დავივიწყეთ რა არის სტრატეგიული მოთმინება. უკრაინიდან არახამიას არაკაცობითა და იქ ადეიშვილებისა და სხვების ყოფნით, რამდენი შეურაცხყოფა, უსამართლობა წამოვიდა. ჩვენ დრო არ გვეყოფა. არაფერზე გაეცა ის პასუხი, რომელიც შებღალავდა ხალხებს შორის ურთიერთობას“, - აღნიშნა პეტრე მამარაძემ.