ალექსანდრე რაქვიაშვილი: რასაც გიორგი ვაშაძე აკეთებს, არის ანტიევროპული ქმედება თავისი ბუნებით

ალექსანდრე რაქვიაშვილი: რასაც გიორგი ვაშაძე აკეთებს, არის ანტიევროპული ქმედება თავისი ბუნებით

რასაც გიორგი ვაშაძე აკეთებს, არის ანტიევროპული ქმედება თავისი ბუნებით _ამის შესახებ “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“პარტია არ მოიძებნება რომელიც იტყვის: ჩვენ ევროინტეგრაცია არ გვინდაო, ამის თქმას, ვერც “ხალხის ძალა” გაბედავს. ამის უკან სინამდვილეში რა იგულისხმება ეს არის მნიშვნელივანი, თორემ რეალურად რომ არ მენახა ზურა და ხოშტარია ვაშაძეს როგორ ეუბნებოდნენ: რასაც თქვენ აკეთებთ არასწორია და ევროინტეგრაციას არ უწყობს ხელს, ვერ დავიჯერებდი. რასაც ვაშაძე აკეთებს არის ანტიევროპული ქმედებები თავისი ბუნებით, იმიტომ რომ ჩვენ ის კი არ გვიშლის ხელს, რომელიმე პუნქტი ასე შესრულდება თუ ისე, ფორმალურად ალბათ, ყველა პუნქტი შესრულდება რაღაც დოზით, პრობლემა არის ის, რასაც გვეუბნებიან: ერთმანეთთან ჩხუბი არის პრობლემა”_ აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.