ირაკლი ჩიქოვანი: არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ გადავედით

ირაკლი ჩიქოვანი: არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ გადავედით

დღეს ფაქტი ფაქტად რჩება, რომ არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ დღეს გადავედით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესი რთულია და იმ ომმა, რომელიც რუსეთი ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ, ბევრი პროცესი დააჩქარა და ახალი გარემოებები შექმნა.

„ინტეგრაციის პროცესი უფრო ადრე დაიწყო და ამას ჰქონდა ბევრი სხვადასხვა მდგენელი და ამ პირობებშიც იყო გარკვეული საკითხები, რომელიც შეიძლებოდა უფრო ფართო გაგებით აღგვექვა და უფრო სხვა მიდგომები ყოფილიყო კონკრეტული აქტორების მხრიდან. მაგრამ, დღეს ფაქტი ფაქტად რჩება, რომ არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ დღეს გადავედით.

რეფორმები ჩვენ არ გვაშინებს. არ გვაშინებს იმ პირობებშიც, როცა ძალიან დესტრუქციულ ქმედებებს ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან იმიტომ, რომ გვაქვს გამოცდილება, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც ამ რეფორმების გატარება შეგვიძლია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Aburjga Tasmanieli საშინელ განსაცდელში ვართ შესული. ვერ ვიტყვი, რომ ასეთ მძიმე განსაცდელში ჯერ არ ყოფილა საქართველო, მაგრამ დღევანდელი განსაცდელი ძალიან სპეციფიკურია საინფორმაციო ველის მილიარდჯერ გაძლიერების გამო! ვერ გავაჩერებთ საქართველოდან ახალგაზრდობის გადინებას და ვერ გავაჩერბთ უცხო ტომელების შემოსევას აქ დასამკვიდრებლად! თუ დასავლეთში რაიმე გლობალური კატასტროფა არ მოხდა ! დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი დაიშლება! ხოლო მტარვალ ამერიკას კავკასიიდან ფეხს ამოუკვეთავენ! ამში საქართველო აუცილებლად შეიტანს თავის წვლილს!
2 წლის უკან