ბრიტანელმა კაცმა ბიბლიოთეკას ბაბუის მიერ 84 წლის წინ გატანილი წიგნი დაუბრუნა

ბრიტანელმა კაცმა ბიბლიოთეკას ბაბუის მიერ 84 წლის წინ გატანილი წიგნი დაუბრუნა

ბრიტანელმა კაცმა კოვენტრიში მდებარე ბიბლიოთეკას დაუბრუნა წიგნი (რიჩარდ ჯეფერისის „წითელი ირემი“), რომელიც მისმა ბაბუამ დაწესებულებიდან 1938 წელს გაიტანა.

84-წლიანი ვადაგადაცილებისთვის, კაცმა ბიბლიოთეკას £18.27 გადაუხადა.

როგორც ის ამბობს, ბაბუა უკვე გარდაცვლილია და მის მიერ ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი დედის ძველ ნივთებს შორის აღმოაჩინა.