„ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, ბრაზი რა შუაშია. საერთოდ არ მგონია, რომ ის განცხადება შემთხვევით გააკეთა.” – ამის შესახებ ტვ “პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძღაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: გაბრაზებულია თუ არა გრიგოლ ვაშაძეზე, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, ბრაზი რა შუაშია. საერთოდ არ მგონია, რომ ის განცხადება შემთხვევით გააკეთა. აბა, 9 ნოემბერს მთელი ერი ერთსულოვანია, ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია და უჩუმრად, განცხადებას ავრცელებს. ორი თვის შემდეგ წავიდა პარტიიდან. არის გარემოებები, როდესაც შეიძლება, შემთხვევით აგური დაგექცეს თავზე, მაგრამ შემთხვევითობას ვერ დააბრალო. წარმოუდგენელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი ოპოზიციური სპექტრი შესაშურად შეკრულები ვართ, ამ დროს დამაზიანებელ განცხადებას მარტო ავრცელებდე? მე არ ვამართლებ იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ვადაზე ადრე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შესულიყვნენ პარლამენტში. ამ ყველაფრის კატალიზატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“. – განაცხადა ნიკა მელიამ.