ეს არის ადამიანის საოცარი დაცემა, რომელიც მოვალეა შეასრულოს ის დაკვეთები, რასაც მას უბრძანებენ, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.
„ცხადია, რომ სისტემური კორუფცია ასე უცებ არ ჩნდება, ეს თუ იყო უნდა ყოფილიყო მაშინაც, როდესაც ის [გიორგი გახარია] იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და უშუალოდ ევალებოდა მსგავსი მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა და მაშინაც, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ არ ლაპარაკობდა და გადადგომის თანავე ჯერ მისი გუნდის წევრებმა დაიწყეს ამის ლაპარაკი და ახლა უკვე თვითონაც, იძულებული გახდეს, განცხადებები გაეკეთებინა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან წასვლის ოცი თვის თავზე ამბობს, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დასრულდეს.