გიორგი ვოლსკი გახარიას განცხადებაზე: თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, რომ სხვა რამით შეეძლოს ყურადღების მიქცევა

გიორგი ვოლსკი გახარიას განცხადებაზე: თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, რომ სხვა რამით შეეძლოს ყურადღების მიქცევა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ყურადღების მიქცევის მცდელობად აფასებს.

„ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერმინისტრობამდე, გრძელი გზა გაიარა და მე არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა თუნდაც პირადად ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალური ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები ან გადაცდომები არსებობს. თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, რომ სხვა რამით შეეძლოს ყურადღების მიქცევა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან წასვლის ოცი თვის თავზე ამბობს, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დასრულდეს.