ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, ადელის, თქმით, ლას-ვეგასის შოუების დასრულების შემდეგ, სურს, ხარისხი მიიღოს ინგლისურ ლიტერატურაში.
"მომღერლის კარიერა რომ არ მქონოდა, ვფიქრობ, ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ინგლისური ლიტერატურის მიმართ სიყვარულს ჩემს საქმიანობაშიც ვამჟღავნებ. კარგი იქნებოდა, უნივერსიტეტში მესწავლა და ეს გამოცდილებაც მიმეღო, მაგრამ სწავლას ონლაინ ვაპირებ, მასწავლებლის დახმარებით. ესაა ჩემი გეგმა 2025 წლისთვის, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია მივიღო," — განაცხადა ადელმა ლოს-ანჯელესში ფანების კითხვებზე პასუხისას.
ადელმა თავისი სკოლის მასწავლებელი, მის მაკდონალდიც, გაიხსენა, რომელმაც, მისი თქმით, ლიტერატურა შეაყვარა.
"მისი დამსახურებით შემიყვარდა ასე ლიტერატურა, ყოველთვის ვგიჟდებოდი ინგლისურზე და ახლა სიმღერებსაც მე თვითონ ვწერ."
გასულ წელს მომღერლის გასაოცრად, მისი ლიტერატურის მასწავლებელი მისი გამოსვლის დროს იქვე აუდიტორიაში იჯდა და სცენაზეც კი შეუერთდა შემდეგი სიტყვებით:
"შენ არაჩვეულებრივი ხარ, საყვარელო, ძალიან მეამაყები!"
სკოლის მასწავლებლის გამოჩენამ და სიტყვებმა ადელი ისე აატირა, დასჭირდა, მაკიაჟი შეესწორებინა, სანამ შოუს გააგრძელებდა.
ინფორმაციისთვის, ადელმა Brit School of Performing Arts & Technology დაამთავრა, ვიდრე მუსიკალური კარიერის მწვერვალზე მოექცეოდა.