კანიე ვესტის თქმით, ერთ დღეში $2 მილიარდი დაკარგა

კანიე ვესტის თქმით, ერთ დღეში $2 მილიარდი დაკარგა

კანიე ვესტის თქმით, რომელსაც ახლა Ye-ს სახელით იცნობს საზოგადოება, მან ერთ დღეში $2 მილიარდი დაკარგა მას შემდეგ, რაც მსხვილმა და წარმატებულმა კომპანიებმა მასთან კავშირი გაწყვიტეს.

Adidas-მა, Gap-მა, Balenciaga-მ და Vogue-მა გადაწყვიტეს, ვესტთან თანამშრომლობა შეეწყვიტათ. კომპანია ადიდასის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კანიეს "სიძულვილის ენის შემცველი და სახიფათო" კომენტარები და ქცევები გახდა. ხსენებულ კომენტარებს შორის იყო რეპერისა და ბიზნესმენის ანტისემიტური განცხადებები.

"ერთ დღეში $2 მილიარდი დავკარგე და კვლავ ცოცხალი ვარ," — წერს კანიე. — "ეს სიყვარულის ენის შემცველი პოსტია. მე მაინც მიყვარხართ. ღმერთს მაინც უყვარხართ. ფული არ მქმნის მე. ხალხი მქმნის."

ფორბსის შეფასებით, სანამ ადიდასი და სხვა ბრენდები რეპერთან პარტნიორობას შეწყვეტდნენ, მისი ქონება $2 მილიარდს უდრიდა. Ye-ს ადიდასთან პარტნიორობა $1,5 მილიარდად ფასობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადიდასი ვესტს ჩამოშორდა, რეპერის ქონებიდან $400 მილიონიღა დარჩა. ამის შემდეგ ფორბსმა კანიე ვესტი მილიარდერების სიიდან ამოიღო.

კანიეს ამჟამინდელი ქონება ნაღდი ფულის, უძრავი ქონების, მუსიკის კატალოგის და იმ 5%-იანი წილისაგან შედგება, რომელიც ვესტს ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანის, კომპანია Skims-ში აქვს.