სრულად განადგურდა ნდობა პოლიტიკაში. წარმოიდგინეთ ის პერიპეტიები, რაც ჩვენ გამოვიარეთ - მუდმივი ტყუილი, ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფა, - ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „გირჩის“ წევრმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც გააკეთა კომენტარი.
„ახლა სრულიად ტექტონიკური ცვლილება შეიძლება მოხდეს, თუ მიხეილ სააკაშვილი რეალურად გავიდა ქართული პოლიტიკიდან. ჩემი აზრით, ეს არის მიზანი, რომ ამ კონფლიქტის დასრულებით ჩვენ რამენაირად დავუბრუნდეთ ან დავიწყოთ პოლიტიკური ცვლილება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების პოვნა. ახლა არის სიტუაცია, როდესაც არავინ არავის არ ელაპარაკება. სრული უნდობლობაა და რამის ზიზღი ერთმანეთის მიმართ. ჩვენ პოლიტიკური ცხოვრებისთვის გვჭირდება სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონფიგურაციები. ამის შესაძლებლობა არ არსებობს “, - განაცხადა მეგრელიშვილმა.