მიხეილ სარჯველაძე ლომჯარიაზე: როდესაც დღის წესრიგში პოლიტიკური მიზნები გიჩნდება, პოლიტიკურად ნეიტრალურობაზე საუბარი უკვე აღარ არის

მიხეილ სარჯველაძე ლომჯარიაზე: როდესაც დღის წესრიგში პოლიტიკური მიზნები გიჩნდება, პოლიტიკურად ნეიტრალურობაზე საუბარი უკვე აღარ არის

როდესაც დღის წესრიგში პოლიტიკური მიზნები გიჩნდება, მაგალითად, რომ ეს ხელისუფალი არ იყოს ხელისუფლებაში და იყოს სხვა, იქ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური ხარ, უკვე აღარ არის, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სახალხო დამცველზე საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარიას მიკერძოებულობაზე მეტყველებს მისი განცხადებები უკრაინაში ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციაზე და მიხეილ საააკაშვილის საკითხზე მისი პოზიცია.

„პირდაპირ, თვალსაჩინოდ, მკაფიოდ, არაორაზროვნად თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლება. ყოველგვარი საზღვარი წაშალა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და მიკერძოებას შორის. პრაქტიკულად არაფერი უთქვამს ისეთი, რასაც, მაგალითად ანა წითლიძე ან სხვა რომელიმე ოპოზიციონერი არ ამბობს ყოველდღე. აბსოლუტურად ერთი რიტორიკით საუბრობდნენ. კრიტიკულობა არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ ყოფნას, ან ვინმეს მომხრეობას. კრიტიკულობა ნიშნავს საგნობრივ კრიტიკას“, - აღნიშნა სარჯველაძემ.