თეა წულუკიანი: როდესაც საკუთარი ცხოვრების შემოდგომაზე პოლიტიკაში შემოსული თაკო ჩარკვიანის შესაფასებელი ხდება ნიკა მელია, აი იქ არის ნაცმოძრაობა დამთავრებული

თეა წულუკიანი: როდესაც საკუთარი ცხოვრების შემოდგომაზე პოლიტიკაში შემოსული თაკო ჩარკვიანის შესაფასებელი ხდება ნიკა მელია, აი იქ არის ნაცმოძრაობა დამთავრებული

როდესაც საკუთარი ცხოვრების შემოდგომაზე პოლიტიკაში შემოსული თაკო ჩარკვიანის, აბსოლუტურად არასერიოზული ფენომენის შესაფასებელი ხდება ნიკა მელია, აი იქ არის დამთავრებული „ნაციონალური მოძრაობა“_ ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

„როდესაც საკუთარი ცხოვრების შემოდგომაზე პოლიტიკაში შემოსული თაკო ჩარკვიანის, აბსოლუტურად არასერიოზული ფენომენის შესაფასებელი ხდება ნიკა მელია, აი იქ არის დამთავრებული „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ რომ თუნდაც, ის ორი რამ, თაკო ჩარკვიანი აფასებს ნიკა მელიას, ნიკა მელიაზე მე, როგორც პოლიტიკურ მეტოქეზე, დიდი წარმოდგენის არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც წონით არის პოლიტიკაც და როდესაც აბსოლუტურად უწონო მოცემულობა აბრალებს, ცოტა უფრო წონიან მოცემულობას, რომ შენ დააქციე „ნცონალური მოძრაობაო“, ეს ალბათ ღიმილის მომგვრელია და არ საჭიროებს ფუნდამენტურ გსნხილვას“_ აღნიშნა თეა წულუკიანმა.