ირანის ქალაქ შირაზში შეიარაღებულმა პირებმა მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

ირანის ქალაქ შირაზში შეიარაღებულმა პირებმა მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

ირანის ქალაქ შირაზში შეიარაღებულმა პირებმა მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ირანული მედია იუწყება, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავა, ხოლო მესამე შეიარაღებულ პირზე ძებნაა გამოცხადებული.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რამდენიმე ქალი და ბავშვია.