ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენი მთავარი პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე არის ჩვენი ჩხუბი - უკრაინაში მიმდინარე ომს, თუ ნებისმიერ სხვა თემას ვიყენებთ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება გავაძლიეროთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენი მთავარი პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე არის ჩვენი ჩხუბი - უკრაინაში მიმდინარე ომს, თუ ნებისმიერ სხვა თემას ვიყენებთ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება გავაძლიეროთ

ჩვენი მთავარი პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე არის ჩვენი ჩხუბი. უკრაინაში მიმდინარე ომს, თუ ნებისმიერ სხვა თემას ვიყენებთ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება გავაძლიეროთ და ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ზოგადად, ევროპელებისგან ვიცით, რომ მთავარი პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე არის ჩვენი ჩხუბი. ევროინტეგრაციას, უკრაინაში მიმდინარე ომს, თუ ნებისმიერ სხვა თემას ვიყენებთ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება გავაძლიეროთ და ეს არის პრობლემა. რომელი მხარე შეძლებს, რომ ამას გადააბიჯოს და თქვას, პირობითად, ვიღაც თუ დადის ბრიუსელში და რაღაცას ლაპარაკობს, ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებ, ან „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს და მე ჩემს ვალდებულებას მაინც შევასრულებ. რომელი მხარეც ამას გააკეთებს, მგონი ის იქნება მართალი. ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებთ, მაგრამ ცოტანი ვართ და ამ პროცესს ვერ მოვატრიალებთ. არის ნაწილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ კარგად აკეთებს და რაღაც პუნქტები, რომელიც ძალიან მარტივად შესრულდება, მაგრამ ამასობაში მაგალითად „დეოლიგარქიზაციის“ კანონი რომ ავიღოთ, უკრაინის კანონი გადავწერეთ, რატომღაც ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც არაფერშუაში არ არის იმასთან, რასაც ევროპელები გვეუბნებიან. არც გამოგვადგება. ყველა მხარესაა პრობლემა, სამწუხაროდ. ჩემ კოლეგებს ბევრს არ ვეთანხმები რადიკალურად, მაგრამ არც „ქართული ოცნება“ ასრულებს მნიშვნელოვან პუნქტებს, რაც მიგვაახლოებდა ევროპასთან“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.