ანრი ოხანაშვილი „ლელოზე“: ადამიანები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, ვიწროპარტიულ ინტერესებზე დაყრდნობით აკეთებენ განცხადებებს და მათთვის პარტია და პოლიტიკური ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე აღმატებულია

ანრი ოხანაშვილი „ლელოზე“: ადამიანები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, ვიწროპარტიულ ინტერესებზე დაყრდნობით აკეთებენ განცხადებებს და მათთვის პარტია და პოლიტიკური ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე აღმატებულია

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის იმ ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელსაც მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი პარლამენტმა და არა პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. ამ თემაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ ისაუბრა. კერძოდ, მან „ლელოს“ პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პარტიის წარმომადგენლები საერთოდ არ მონაწილეობდნენ პროცესში და მათი ცალკეული წევრები ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებულები.

„ეს ადამიანები არ ესწრებოდნენ ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, არიან საბოტაჟის რეჟიმში, ისევე როგორც სხვა სამუშაო ჯგუფთან მიმართებაში. საერთოდ, ჯერ ინიციატივა არ აქვთ ნანახი, კომიტეტს არ დასწრებიან. როგორ შეიძლება ობიექტურად იყოს მიჩნეული მათი შეფასება? ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, ვიწროპარტიულ ინტერესებზე დაყრდნობით აკეთებენ განცხადებებს და მათთვის პარტია და პოლიტიკური ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე აღმატებულია. სამწუხაროა, რომ კანონპროექტი არ აქვთ ნანახი, არ დასწრებიან სამუშაო ჯგუფსა და კომიტეტის სხდომას და ასე აკეთებენ განცხადებებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად მმართველი გუნდი ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის.