ამერიკელი ფოტოხელოვანი სპენსერ ტუნიკი მორიგი „შიშველი“ ფოტოსთვის ათასობით მოხალისეს ეძებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, გადაღებები 26 ნოემბერს, ავსტრალიაში, სიდნეიში გაიმართება. ფოტოგრაფი საქველმოქმედო ფონდთან Skin Check Champions თანამშრომლობს, რომლის მიზანიც კანის კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. გადაღებების ორგანიზატორები სულ მცირე 2 ათასი მოხალისეს შეგროვებას ფიქრობენ. ეს სიმბოლური რაოდენობაა, რადგან ყოველწლიურად ავსტრალიაში კანის კიბოთი 2 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.
ეს ტუნიკის პირველი პროექტი არ არის ავსტრალიაში. 2010 წელს, კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში მან სიდნეის ოპერასთან 5 500 შიშველ მოხალისეს გადაუღო ფოტო.
სულ კი ტუნიკს 100-მდე მასშტაბური „შიშველი ფოტო“ აქვს გადაღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. თუმცა ამ სურათების გადაღება მარტივი არ არის, რადგან ათასობით გაშიშვლებული ადამიანის დანახვაზე პროცესში ჩვეულებრივ პოლიცია ერევა. სამართალდალმცველებმა ფოტოგრაფი რამდენჯერმე უკვე დააკავეს.