არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ რუსულ საქმეს აკეთებს

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ რუსულ საქმეს აკეთებს

ეს ის პოლიტიკოსები არიან ოპოზიციიდან, რომლებიც ევროპაში ჩადიან, იქ ამბობენ, რომ სტატუსს ნუ მისცემთ საქართველოსო, როდესაც საქართველოში ჩამოდიან ამბობენ, რომ საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ერთიც და მეორეც გახლავთ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ აკეთებს რუსულ საქმეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბრიუსელში ჯაფარიძე - ვაშაძის ვიზიტს მმართველი პარტია ანტისახელმწიფობრივ ქმედებად აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები განმარტავენ, რომ რელობა განსხვავებულია და ქვეყნის ევროპული მომავალი არ შეიცვლება.

Aburjga Tasmanieli თქვენ? თქვენ ვის საქმეს აკეთებთ?! ამერიკის?! )))) ვაიმეე, ამათ მსჯელობას რომ ვისმენ ხან სიცილისაგან მომდის ცრემლი და ხან ვტირი!
2 წლის უკან