ვიქტორ ყიფიანი: ილჰამ ალიევის ვიზიტი არის აბსოლუტურად დროული, ლოგიკური და ალბათ უახლოს მომავალში ამ ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს უნდა ველოდოთ

ვიქტორ ყიფიანი: ილჰამ ალიევის ვიზიტი არის აბსოლუტურად დროული, ლოგიკური და ალბათ უახლოს მომავალში ამ ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს უნდა ველოდოთ

მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეცვლილმა რეგიონულმა სურათმა განსაკუთრებით გამოკვეთა ქართულ-აზერბაიჯანული და საერთოდ რეგიონული ურთიერთობების მნიშვნელობა. არაერთხელ გავხდით მომსწრენი, როდესაც თბილისმა განაცხადა თავისი მზაობის შესახებ, რეგიონში მედიაციის ფუნქცია აეღო საკუთარ თავზე. ვფიქრობ, ეს როლი ისტორიულად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად გამართლებული არის და ეს ლიდერის ფუნქცია ოფიციალურმა თბილისმა ხელიდან არ უნდა გაუშვას და მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მან აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს თბილისში დროული და ლოგიკური უწოდა.

„ალიევის ვიზიტამდე ოფიციალურმა ბაქომ გააკეთა განცხადება, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას ინტეგრაციისთვის ეკონომიკურ სფეროში. ეს ინტეგრაცია ერთგვარი საწინდარი იქნება რეგიონში მშვიდობისა და სტბილურობის დამკვიდრებისა. ასევე, მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი მზად არის ენერგოკრიზისის პირობებში ევროკავშირი მოამარაგოს დამატებითი ენერგომატარებლებით. ნებისმიერი ამ საკითხის გადაწყვეტბა - იქნება ეს რეგიონული სტაბილურობა, ევროკავშირზე დამატებითი ენერგომატარებლების გატარება თუ ძლიერი აზერბაიჯანული ეკონომიკა, წარმოუდგენელი იქნება თბილისთან პარტნიორობის გარეშე. ამიტომ, ეს ვიზიტი არის აბსოლუტურად დროული, აბსოლუტურად ლოგიკური და ალბათ უახლოს მომავალში ამ ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ყიფიანმა.