როგორ უნდა იყოთ თქვენ ლეგიტიმური სახალხო დამცველი, როდესაც თქვენი გაგებითა და თქვენი თქმით არალეგიტიმურ ორგანოს, ლეგიტიმაციას სთხოვთ?, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ომბუდსმენობის კანდიდატ, მარიკა არევაძეს.
მან არევაძეს არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მიმართა.
„თვლით თუ არა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება - თურმე, ტოტალურად გაყალბებულა, არჩევნები არის არალეგიტიმური და ხალხის ნების საწინააღმდეგოა საკანონმდებლო ორგანო, თქვენი ეს შეფასება არის შეცდომა და სიცრუე, თუ კვლავ იზიარებთ და რჩებით ამ აზრზე?
როგორ უნდა იყოთ თქვენ ლეგიტიმური სახალხო დამცველი, როდესაც თქვენი გაგებითა და თქვენი თქმით არალეგიტიმურ ორგანოს, ლეგიტიმაციას სთხოვთ? ასეთი სამართლებრივი ნონსენსი როგორ შეიძლება რომ იყოს, მითხარით აბა?!“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს მოუსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს.