გიორგი ამილახვარი: პრეზიდენტი ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოვიდეს თავისი კონსტიტუციური მოვალეობის ჩარჩოებიდან

გიორგი ამილახვარი: პრეზიდენტი ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოვიდეს თავისი კონსტიტუციური მოვალეობის ჩარჩოებიდან

შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტი ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოვიდეს თავისი კონსტიტუციური მოვალეობის ჩარჩოებიდან. მას არ აქვს და არ ჰქონდა არანაირი ქმედითი საკითხი, რომელიც შეეძლო განეხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებოდა. მასთან ჰქონდა მოლაპარაკებები გასამართი რიგ საკითხებზე. რატომ არ იყო პრეზიდენტი ინფორმირებული ვერ გეტყვით, მაგრამ რატომ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, ჩემთვის ესეც გაუგებარია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავად აზერბაიჯანის მხარეს ასეთი სურვილი არ გამოუხატავს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა.