დიქტატურის გამოვლინებაა, როცა საქართველოს პრეზიდენტსაც კი არ აგდებს მმართველი პარტია არაფრად, - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა.
„საქართველოს პრეზიდენტის და მმართველი პოლიტიკური ძალის გზები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით რამდენიმე თვეა აცდენილია ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით დაფიქსირდა უკრაინასთან დაკავშირებით, როცა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა.